"მთვარესთან შეხება"
მაკლიხარ ძლიე,მზე ჩაესვენა მივათრევ ბნელში ჩემს სულს,მთლად ეულს, ვნახე მთვარეზე ქალი ესვენა ჰგავდა შენს სხეულს,ზამბახისეულს, მიყვარს ღამეში და მთვარის შუქში შენს სულთან ნაზად,ლექსით შეხება, ძლიერ მომწყურდი,მაკლიხარ სულში ლურჯ მთვარეს ცად მზე,ვერ შეეგება. ღამის მორევში,ამ ლურჯ მთვარეში გავცდი გრძნობებით მე სულის საზღვარს, ჰორიზონტს იქით,უცხო მხარეში მწამს რომ შენს სახეს მე ისევ ვნახავ. მე სადავო მაქვს ამ თეთრ ღამესთან შენს გამო თარეშსს ვერ შევეშვები, ოღონდ გიხილო მოვალ მთვარესთან და შენს ფაქიზ სულს კვლავ შევეხები. მოვათრევ ჩემს სულს,ნაძარცვ და მკვდარ სულს ვიცი,მიმიღებ,შეგებრალები, სული კაეშნის თუმცა ბევრსა სძულს შენ არასოდეს შეგეზარები. ნახე,შენთან ვარ,შენს გვერდითა ვარ ამ ღამეს ახლავს სულის წვალება. შვებად,სიცოცხლედ შენ ერთი მყავხარ და ვგრძნობ,სხეულის გარდაცვალებას. /კახა გორგაძე 2020. 31-11/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი