"შემოდგომის ფერები"
შემოდგომაა,ქრიან ფოთლები სევდას მგვრის ამ წუთს ფოთლის შრიალი, ოქტომბერია და ვგრძნობ ვობლდები მუზად მცლის,ქართან ლექსით ტრფიალი, ამ წუთს მუზები,რითმთა სურნელი ქარში,გრიგალში მწუხრად ნავარდობს, სიოს მონაქროლს სულში სულ ველი და შემოდგომის ფერები მათრობს. გარეთ წვიმს,სულ წვიმს,ხანაც ქარია სარკმლის წინ წვიმა ცრემლად იღვრება, ჩემს სულში ვგრძნობ,რომ კვლავ გრიგალია და გულიც ლექსად,ცრემლად იცლება. ჩემს გულს ღამესთან სწადს მეგობრობა, თუმცა მუზებმა ეს ვერ იკმარა, მე ქართანაც კი გავაბი ტრფობა ღამემ და ქარმა,ვგრძნობ შემიყვარა. ვით ობოლს,ქარი სულ თავს მევლება სულს ეამება სიოს ამბორი, ქარი მიქროლებს და მეუბნება ჩემს მსგავსად სხვაგან,არვინ ჰყავს ტოლი, სევდას მგვრის ამ წუთს ხმელი ფოთლები ცივ ჭადრებს წვიმა მწუხრად ევლებათ, მწკრივში ჩამდგარან როგორც ობლები გამოფიტულებს ძალა ეცლებათ, დაობლებულა მთელი სამყარო გაყვითლებულან როგორ ფოთლები, წვიმს და ვხვდები მეც სულით საბრალო მარტო აღარ ვარ,მყავს მეგობრები. ხმელი ჭადრები,წვიმის წვეთები, სიოს ამბორი,ფოთლის შრიალი, ღამეც გვერდით მყავს,ვგრძნობ მათთან ვკვდები, მეგობრების კვლავ მესმის ტრფიალი. მე ყოველ ღამე ფოთლებთან მძინავს, თუმც მაღვიძებენ წვიმის წვეთები, მუზებს საოცარს ჩემში კვლავ ღვიძავს ხმელი ფოთლების,მესმის შრიალი. არ დავობლდები სანამ მუზა მყავს სანამ გვერდით მყავს მე მეგობრები, მოვა ზამთარიც,უეცრად მოვა და უცაბედად,ვიცი მოვკვდები. მომიგონებენ ქარიც და წვიმაც არ მიმატოვებს კვლავ შემოდგომა, თუმცა ლექსები მე დღემდე მიცავს მოვა სიკვდილი,ვიცი რომ მოვა. ისევ ღამე მყავს მე ჩუმ მეგობრად, მაგრამ მუზებმა ეს ვერ იკმარა, წვიმასთან,ქართან გავაბი ტრფობა ვგრძნობ შემდგომამ მეც შემიყვარა, მეც შემიყვარა,თუმც დავობლდები ფოთლებიც ვიცი უცბად დაჭკნება, მოვა ზამთარი და მეც მოვკვდები შვებად,წვიმა და ლექსი დამრჩება. /ავტორი:კახა გორგაძე 2020 12-16.10/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი