"მელანქოლია"


გადაუფარავთ ღრუბლებს ზეწარი
მთვარეც მიყუჩდა და ნისლში გაქრა,
ჩემი იღბალიც ალბათ ეგ არის
უმთვარო ღამის შიში სულ მკლავდა.
მივუახლოვდე მინდა ზენიტებს
სული ჰორიზონტს,საზღვრებს ვერ გასცდა,
ქარის ხმაურზე,ბნელში,მიმწუხრში
სულს შორს,უფალთან გაფრენა სწადდა.

ოჰ ქარი,ქარი,სულს მიკლავს ქარი
გრიგალში ყოფნა მივხდი წილად მხვდა,
ეხლაც მოვარდა სიო ფრთამალი
ჩამხედა სულში და ისევ გაქრა,

ასეთი დიდი მელანქოლია
სულში თარეში,ჯერ არ მქონია,
სულში თოვლია,შორს კი მოლია
გულიც უეცრად ქარს აჰყოლია,

ცას მიბჯენილი მუზები ღელავს
სულში ვიგრძენი,სიო ფრთამალი,
ირგვლივ ბნელია,ქარი მიბერავს
ტყვე ვარ მუზისა,ქართა ამალის.
დავეხეტები ქარში,გრიგალში
გადაუფარავთ ღრუბლებს ზეწარი,
მთვარეც მიყუჩდა,უეცრად გაქრა
ჩემი იღბალიც,მივხვდი ეგ არის.

/კახა გორგაძე 2020-წ 22.12/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი