იუდას დაცემა
ჩრდილი მიმწუხრში,ბნელში განთხრმულა თვით ქერუბიმიც მიწას დაეცა, სული სიბილწით ქვესკნელს შთასულა მოსწყდა აბზინდა,ციდან დაეშვა. სხეული ცოდვის ხიბლში გაება ვერცხლი იუდას ფერხთით ეცემა, უმწეო ხორცი ღალატს დანებდა სულს კი,სხეულში ტანჯვა ეგემა. აჰა,გამოჩნდა ბნელში ი უ დ ა იგრძნო იესომ,ვნება,ღალატი, ნათელს წყვდიადი მყისვე განუდგა და გამცემს უკან მოჰყვნენ ჯალათნი. გადაეხვა უფალს ი უ დ ა სურს,რომ ამბორით გასცეს მოძღვარი, მზის სხივთან ბნელი მთლად გაუჯიუტდა თუმც,რას დააკლებს უკვდავს,მოკვდავი. ციდან მოსული ნათელი არ სცნეს და აჰა,უცბათ მოსწყდა აბზინდა, კაცი,რომელიც ამბორით გასცეს ვით ღმერთი,ვხედავ ზეცად გაბრწყინდა. /კახა გორგაძე 2020. 24.12/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი