"სული ზამბახისფერი"


სულს ლამაზსა და სიკეთით სავსეს
გულში სულ დასდევს მელანქოლია,
თვით ყვავილთაც ხომ ცრემლები ავსებთ
როს შემოდგომა კარს მოსდგომიათ.

სულით უვიცი,კეთილს ვერ ამჩნევს
თვით ანგელოზსაც მტერი ჰყოლია,
უფალი ციდან შენთვის ცრემლს აფრქვევს
და შენი სულიც ცრემლს მოჰყოლია.

ნუ გეშინიან,სულს ზამბახისფერს
მზე კრძალვით,რიდით შეეგებება.
სულს ეულს,კეთილს მზე სხივს მოაფენს
თუმც შენს გულს,წილად სევდა ეგემა.

/კახა გორგაძე 2020-წ. 27. 12/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი