---- ---- -----
დაჰბერა სიომ,ქარი მოვარდა უეცრად სულში გრიგალმა მცემა, გული ნატანჯი ისევ ამღერდა ქარს მოჰყვა მუზა,ვით ფოთოლთ ცვენა. მიყვარს გრიგალი,სიო ფრთამალი და სულში მუზით,ლექსით ფათური, ტყვე ვარ მუზისა ქართა ამალის მგვრგვინავი ხმებით,ვარ დაქანცული. გული ამღერდა,ისევ ამღერდა მსურს ლექსის წერა,არაქათური, სული კაეშნის კვლავ არ დაბერდა სისხლი ჩქეფს ჩემში,სუფთა-ქართული. /კახა გორგაძე 2021. 3-01/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი