---- -----


ბნელში განთრხმულა ვხედავ ზეგანი
მთვარემ შორს,სადღაც ბინა დაიდო.
ქარი მოვარდა,მთებს მისცა ბანი
და იმედებიც,იქ,შორს წაიღო.

ქარით ვიხილავ ვიცი ზენიტებს
გრიგალმა ჩემთვის მსხვერპლი გაიღო,
სული აქ,ბნელში ნათელს ვერ იტევს
ქარმა ნისლს იქით,ზეცად წამიღო.

/კახა გორგაძე. 2021-წ. 3.01/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი