,,გაყინული სხეული,,


გვამსაც კი უნდა ვარდები
სცივა,ობლად წევს სნეული,
თუმც მკვდარი ვის ეყვარები?
მიწად ხარ უკვე ქ ც ე უ ლ ი.
ქარს მოჰყვა ძველი ლანდები
თრთის გაყინული სხეული,
განა სხვას შეუყვარდები?
ვერ გავაქარწყლე დარდები
მკვდარსაც გრძნობს აქვს ეული
დაღლილი,ხან არეული,
მკვდარიც გრძნობს თურმე იარებს
საფლავში გამომწყვდეული,
ცრემლს არვინ გაგიზიარებს
გვამი ვის ხიბლავს წყეული?
გულზე დაყრილი ვარდები
უგულოდ ცრემლდათხეული,
უკვე გაყინულს ვარდები 
როგორ გამათბობს,ან ცრემლი?
თუმცა მე ცრემლებს არც ველი
მალე ვით გვამიც,გავქრები,
გავქრები როგორც ნამქერი
გვამი ვის შევუყვარდები?
ლეშსაც კი სტკივა,აქვს ცრემლი
სული გგრძნობს,სულს ენატრები,
სხეული მოკვდა,გაცივდა
სულს დარჩა ღრმა ი ა რ ე ბ ი,
თუ სულშიც მალე აცივდა
გვამივით მართლაც გავქრები,
გავქრები,მიწა გავხდები
და ერთ დროს ცრემლმორეული
აღარც მიტირებ,გაქრები.
ძნელი ყოფილა ლანდები
სტკივა სულს,თან ენატრები,
ღმერთს შენთვის მივებარები
ვილოცებ,კვლავ მეყვარები.
 /კახა გორგაძე 02.2020-წ/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი