"ნიაგარები"
სულში ჩანჩქერი მოედინება იქ,ზენიტებთან სადღაც კიდეა, მუზა თოვლივით გულს ეფინება შორს წარიტაცა,ქარმა ი დ ე ა. გაღმა წამიღო,ზღვისკენ წამიღო ცის კიდურიდან ჩანჩქერთა დენამ, სულში ისევ წვიმს ვერ გადაიღო ქარს მოჰყვა მუზა,ვით ფოთოლთ ცვენა. მე მთელი ღამე გრიგალმა მცემა განიხსნენ ქარში ცის კიდურები, სული და მუზა ქარების ხმებმა შეჰყარა ერთურთს,ვით მიჯნურები. ო,როგორ მინდა,ძალიან მინდა სულში სულ ვიგრძნო სიო ფრთამალი, დღემდე ლექსების მე სენი მჭირდა ტყვე ვარ მუზისა,ქართა ამალის. მიყვარს მუზებით სულში ფათური და ვნების განცდა,ვით ფოთოლთ ცვენა, მსურს ლექსის წერა არაქათური ზღვის შუაგულში გრიგალმა მცემა.. გრიგალმა მცემა,სული წაიღო ზღვის კიდურებთან ჩანჩქერთა დენამ, ნიაგარებმა უკვე დამიპყრო და ქარით ვცდილობ,ნისლებთან შებმას. /კახა გორგაძე✍ 2021-წ. 10.01/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი