ზღვის მორევი
ქარმა ფოთლები ააშრიალა სული გაცურდა,გედივით ტბაზე, ქარმა,ნისლებთან რომ მაზიარა შორს გამაქანა,ზვირთების ხმაზე. ვგრძნობ შენს თვალებში ზღვის მორევია და შენს ლურჯ თვალებს როგორც ზღვის მორევს, სული უმწეო,ვერ მოერია. გული ამ ღამეს ფიქრებში ათევს სულს დაობლებულს გრიგალი კვლავ სცემს. მე ეს სამყარო სივრცე მგონია და ამ სივრცეში ვაჟღერებ ჰანგებს, გრძნობა,რომელიც მე ასე მამხელს გასცდნენ ზენიტებს და სულის საზღვრებს, ჩემს ირგვლივ ვხედავ სხვა ჰარმონიას ამიტომაც ვგრძნობ,იდუმალ ჰანგებს. ო ეს გრიგალი,კვლავ ჩამიარა ქარები დამდევს და სულში ღრმად მცემს, გულმა,უშენოდ სად არ ი ა რ ა ფსკერს მივადექი,ჩემსავით ნაგვემს. ზღვის ხმაურია და ისვრის ტალღებს გულზე ზვირთებმა გადამიარა, გათოშილ ფსკერებს ღრუბელი აწევს სულში სიცივემ,კვლავ დამიარა, მე შენ მიყვარხარ,ძლიერ მიყვარხარ გრძნობას გარინდულს,ქარები არხევს, მცივა,გაყინულს შენი ერთი მყავხარ და გათოშილიც,შენ გიწერ ამ ლექსს. /კახა გორგაძე✍ 2020-წ. 12.01/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი