მთვარე და ზღვა


მელანქოლიურ რითმებს ვუძღვნი მოლურჯო ღამეს
ვარსკვლთა ბზინვა,მთვარის შუქი ცას ლურჯად ამკობს,
იისფერ სულში,ლურჯ სხივებმა ვერ გაანათეს
მე დღემდე მხოლოდ ქარის ხმა და ლექსები მატკბობს.
მიცურავს მთვარე ცის კიდეზე,ვით გედი ტბაზე
მინდა გავქანდე ზღვის მორევში,ზვირთების ხმაზე,
აქ,ამ მხარეში ქარია და ზვირთები ჭარბობს
ჩემში გრიგალი და მუზები სისხლშიც სულ სახლობს.

გავცდე ზენიტებს,ქარით მინდა გავცდე ზენიტებს,
იდუმალ ღამეს და მთვარის შუქს გული ვერ იტევს,
მოლურჯო ცაზე,მთვარე სხივებს ლურჯ ფერად აფრქვევს
ლურჯ სხივებს სული,ვით ცა ვარსკვლავთ,ისე ვერ იტევს.
მივეახლები ვიცი ქარით მოლურჯო მთვარეს
წამით გავცურავ ცის კიდეზე, ვით გედი ტბაზე,
იდუმალება და წვალება ახლავს ამ ღამეს
მთვარეზე მეტად ეხლა მუზა დაცურავს ცაზე.

/კახა გორგაძე✍ 2021. 01/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი