"უსაზღვროება"
წამიერებამ იგრძნო სივრცე და თან ე ა მ ა, წამიერებას გაჰყვნენ დრონი,როგორც ალები, ამ ღამეს სული ლურჯ სხივებთან ძლიერ ეწამა სივრცეებშიც კი ქაოსია,ღელავს ქარები. დრომ,სივრცეებმა დაიმონეს,დაიპყრეს წამი ზენიტებიდან,ზენიტამდე დგას მწვერვალები, იისფერ სულმა წამიერად შეიგრძნო ჟამი უსაზღვროებას,დროს,სივრცეებს ვერ ვემალები, კვლავ ბნელი მეფობს,მართავს ზეცას,დროს და სივრცეებს წყვდიადი ურცხვად გადეფარა ზეციურ მნათობთ, უმწეო სული წამიერად გრძნობს ცის კიდეებს ზამბახთა მსგავსად,ლურჯი სხივი სულს ვეღარ ამკობს, დღეც თითქოს მორცხვობს,მზემ წყვდიადთან თავი დახარა ცის კიდეებთან ასპარეზზე გამოჩნდა მთვარე, უკან მოჰყვა მას სილურჯე და ვარსკვლავთ ამალა, იდუმალებით,საოცრებით აღივსო ღამე. წამიერება,ვნება,ისევ წამიერება იდუმალებით,ვნებით არის სავსე ეს ღამე, წამიერებამ იგრძნო მარცხი და დიდი ვნება ბრძოლის ჟინით და მუზებით ვარ, ახლა მე სავსე. ამაოებამ,წამით იგრძნო ბედნიერება, დიადემები დრომ და სივრცემ დაიდგეს თავზე, შორს წარმიტაცა ლურჯ სხივებმა და იდეებმა მზე მსურს შევიგრძნო,ან აღმოვჩნდე უეცრად მარსზე. იისფერ სხეულს ლურჯ სხივებად მზე მიეგება სიცივის თარეშსს ვერ გაექცა სული, ვით მთვარე, წამების მსგავსად ჩემი სულიც დროს მიეწება დღე აღარ არის,მორცხვობს თითქოს,გამეფდა ღამე. წამიერებამ იგრძნო ვნება,თუმცა ეამა ღამეა ისევ,ასპარეზზე გამოჩნდდა მთვარე, ამ ღამეს სული ლურჯ სხივებთან ძლიერ ეწამა იდუმალებით,ვნებით სავსე არის ეს ღამე. /კახა გორგაძე✍2021. 22-24.01/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი