"დიდ მგოსანს"


ციდან დაჰქროლა კატრინამ
და გაჩნდა სხვა აპათია,
ქარები ფსკერს დააწვინა
სისუტე არ აპატია.
ქართა ამალამ მუზები
სივრცეში ვერ დაატია,
მოდრკნენ წამი და წუთები
დრომ,ქარიც კი აატირა.
მუზებშიც ორთაბრძოლაა
ქარებში სხვა ელფერია,
ქართა შეჯიბრი,რბოლაა
კვლავ მოჩანს პერიფერია.
გადმოსკდა კლდეკარს რიონი
ციდან მოვარდა კატრინა,
გამოჩნდა გალაკტიონი
კლდეს ცრემლები დაადინა.
 /კახა გორგაძე 2021-წ.01/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

9 კომენტარი
არტი ბორნიდრამატურგი3 წლის წინ

მეტაფორების რახარუხი გაქ

კახა გორგაძესაშ3 წლის წინ

რას გულისხმობთ

არტი ბორნიდრამატურგი3 წლის წინ

რას და ბუნებას აპიროვნებ ისე რომ აზრამდე არ მიყავხართ და გამომხატველობით ესთეტიკამდე

არტი ბორნიდრამატურგი3 წლის წინ

მაგრამ ეს კრიტიკა საწყენად არ მიიღო რადგან ამ საიტს სწორედ ის აკლია რასაც კრიტიკა ქვია და ისევ და ისევ კრიტიკოსებად ავტორები უნდა იქცნენ

არტი ბორნიდრამატურგი3 წლის წინ

რაც კარგი იქნება როგორც ავტორებისთვის ასევე ამ საიტის პოპულარობისთვის

კახა გორგაძესაშ3 წლის წინ

მესმის რასაც ამბობთ.მაგ ლექსში უკვე ყველაფერია ნათქვამი და შეცვლას არ საჭიროებს.ყველა ვერ მივა აზრამდე და ყველ ვერ გაიგებს სრულყოფილად იმ სიტყვებს და მეტაფორებს რაც ლექსშია,რას ვიზავთ,ასეთია პოეზია.ვინ როგორი სტიქიით წერს გააჩნია და რა განზომილებით.

კახა გორგაძესაშ3 წლის წინ

თუმც სრულყოფილებას და დახვეწას ყველა ვსაჭიროებთ.მეც,და სხვებიც.

კახა გორგაძესაშ3 წლის წინ

გმადლობთ რჩევისთვის.გასაგებია.

არტი ბორნიდრამატურგი3 წლის წინ

👍

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი