"ზამბახი"
ნუგეშად დამრჩა მხოლოდ ზამბახი, ლურჯი ფერები ქარში ნანაობს, იების გუნდა მზეში ნაბანი ეხლა ცრემლებში,ზღვებში ბანაობს. მე მთელი ღამე გრიგალმა მცემა ვიგრძენი ქარი მკივრცხლი და მარდი, ლურჯ სულში გაჩნდა მუზათა ცვენა ყვავილთა მსგავსად,მეც დავსამარდი, გეძახდი ქარში,ნამში,წვიმაში შენ კი ჩემ სულთან შეხება გძაგდა, წვიმად მოვედი ქუხილის ხმაში ცრემლები ჩემი,შენს წუხილს ჰგავდა. გახსოვს ზამბახი ნამში დანჭკნარი მზეს რომ ნატრობდა,გაფრენა სწადდა? ეგ მე ვიყავი,თუმც ვერ მიცანი ფოთლებს სიცივე,უმზეოთ ჰკლავდა. მთლად დავსამარდი,მთლად დავსამარდი აქ,ზამბახისფერ და ცივ მხარეში, მე გათოშილსაც ძლიერ მიყვარდი არ მბეზრდებოდი ქარში,თარეშში. დამრჩა ნუგეშად ისევ ზამბახი სული უმწეო ლურჯ სხივებს აჰყვა, ვარდთა სურნელი მზისგან ნაძრახი მთავრის სხივებში,ნისლებში გაქრა. ვეღარ ნანაობს,ვეღარ ნანაობს იების გუნდა ცრემლში ნაბანი, ლურჯი ფერები ცრემლში ბანაობს სულში გამეფდა,ისევ ზამბახი.. /კახა გორგაძე 2021-წ 3,4.02/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი