"პარადოქსია"
ცა იწვის მეტეორივით მუზათა ორთაბრძოლაა, ჩანს საოცარი ბოლიდი ქარებს შეჯიბრი,რბოლა აქვთ. სხვა აპათია იგრძნობა სივრცეებშიც კი ომია, იწყება კომეტთა დნობა მთის ბროლებს მზე მოესია. გრიგალშიც ანდამატია თუმც აპათია,ომია, ვარსკვლავთა სხვა ნაკადია ცა მუზებს ვერ მოერია. ცაში გაფრენა მწადია მიზიდავს პერიფერია, იქ მეტეორი ანთია სხვა სტიქია,ელფერია, პარადოქსიამ იფეთქა ქარებს შორისაც ომია, იგრძნობა მუზათა ფეთქვა გარშემო ყველგან ბორია. აალდა,ცაში აალდა მუზები მეტეორივით, ტკივილი ვეღარ დაამდა მტანჯავს,კაშკაშა ბოლიდი. /კახა გორგაძე 2021- 31.01/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი