იდუმალი ღამე


ისევ ღამეა,მთვარე გამეფდა
გამოეფინნენ ლურჯი სხივები,
მუზა,ქარი და ზამბახთა ფერი
აებნენ ისე,როგორც მძივები.
ამ ლურჯ სხივებში მეც კი გავები
უმწეო სული,ღამეს დანებდა.
მივცურავ ზღვაში,ღამის სიზმრებში
უცხო სივრცეში,მუზა ამღერდა.

ღამის მოლურჯო,მუქი სხივები
ზეცას იისფრად და ვნებით სერავს,
ქარში ნავალი,რთული რითმები
გულს ზამბახივით,უწყალოდ თელავს.
ჩნდება სხივები ბნელში ლამაზად
და აფენს მთვარეს ჩემს სულს ზამბახათ,
ნისლს გახვეული დიდი ოცნება
ქარში დაფრინავს ერთ წამს,ანაზდად.
მინდა ვიხილო მწვანე პალმები
თუმც აბა როგორ?ფრთები არა მაქვს,
მე,ქარისა და ღამის ნაჩვევი
განა ვიხილავ მზის სხივს ამაყად?

აღელდა მუზა,სულიც გაბევრდა
მივცურავ ვნებით ღამის სიზმრებში,
მზე სხივებს თუმცა მე არ მაფენდა
მაინც ვამღერე გული სივრცეში.
გამოეფინნენ ლურჯი სხივები
სივრცეებში,კვლავ მთვარე გამეფდა,
ისევ გავქროლდი ქარით სიზმრებში
და მყისვე,სულც მთვარეს დანებდა.

/კახა გორგაძე 2021-წ. 7-10/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი