"ღამის მძივები"


შორეული პალმები 
ღამემაც კი დახატა,
გამოჩნდნენ ვარსკვლავები
და ცაც საამო გახდა,

კვლავ ღელავენ ქარები
სულის ინტეგრალები,
ჩანს სამოთხის კარები
უსაზღვრო მწვერვალებით.

ამ იდუმალ თარეშში
ასეთ უცხო მხარეში
გგრძნობ და თან მენატრები,
სულმუდამ მეყვარები..

ისევ გაჩნდნენ ალები
სივრცეში რომ დამაბა,
ღამის ლურჯი სხივები
მთავრემ მძივად ააბა,

იისფერმა სხივებმა
მეც მძივებში ამაბა,
სულმა სხვა სტიქიებთან 
ბაასიც კი გააბა..

ლურჯ სხივებთან ლექსებს ვწერ
ღამემ მუზად დამბადა,
თუმც რითმებით ვერ ავღწერ 
ცა,მუზად რამ დაბადა.

ისმის ძველი ჰანგები
ლურჯ ღამესთან ნამღერი,
მძივებივით ნაგები
მოჩანს მთვარე ნათელი.

შორეული პალმები
ვარსკვლავებით ნაჯერი,
სხივთა ლურჯი ფერები
ხდება,სულის სანთელი.

/კახა გორგაძე 17.02.2021./

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი