"წერა ალმასებთან"


მე წილად მერგო სიცივეში
ქართან თარეში
და მოციმციმე ალმასებთან
ლექსების წერა,
ყინულთა ბზინვა ამ სივრცეში
უცხო მხარეში,
განცდა სისოვლის ღამეებთან,
მხვდა ბედისწერად.

ლურჯი სხივები,ღამით ცაზე
მძივებს რომ რთავდა
მუზად მბადებდა,ქარის ხმაზე
გაფრენა მწადდა,
იისფერ თვლებში ვარსკვლავები
ზამბახს რომ ჰგავდა
ქარები წუხდა და მუზები
სტრიქონებს სთხაზვდა.

ოჰ,რა ძნელია ცივ ღამეში
სისოვლის განცდა,
გაფრენ მინდა,შორს გაფრენა
იქ,ლურჯ მთვარესთან.
მე ცეკვაც მინდა ლურჯ სხივებთან
და ამ ღამესთან
ზამთრის სუსხებს და ზღვათა დენას,
სული დანებდა.

ზღვა მოციმციმე,ცა კი ლურჯი
ტკბილი ჰანგებით
ვის არ ამღერებს,გინდ გათოშილს,
თუნდ ერთი წამით?
მთვარე ასხმული ლამაზ თვლებში
ღამის მძივებით,
საამო ხდება სივრცეს შორის,
ჩუმი სიტყვებით.

ხვევნა მომინდა და ალერსი
ამ ცივ ღამესთან
კვლავ მსურს შევიგრძნო ზამთრის სუსხი,
ცის კიდურები,
აღარ ციმციმებს ლოლოები,
ისევ ვარ სუსტი,
გათოშილიც კი ვწერ მთვარესთან..
ჩანს ყინულები...

ვგრძნობ წილად მერგო სიცივეში
ქართან თარეში
და მოციმციმე ალმასებთან
ლექსების წერა.
ყინულთა ბზინვა ამ სივრცეში
და ცივმხარეში
განცდა სისოვლის ღამეებთან,
მხვდა ბედისწერად.

/კახა გორგაძე2021. 22,23.02/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი