"ვნებათა ღელვა"(ეძღვნება გალაკტიონს)
ძვირფასო ოლოლლ,დამიდგა ჟამი "გარდაცვალების", ქარები ღელავს და ზამთრები მოსვრას მიპირებს, მე მოხუცებულს ცივ სამარხში ვინ დამიტირებს ვინღა მიმიღებს?არ მასვენებს ცივი ავდრები თუმც ღამეებმა მიპოვნეს და ხსნა დამიპირეს.. ტკბილი ჰანგები,ქართა ქროლვა სულში იღვიძებს შენს თავს იფიცებს,შენს ლამაზ თვალებს აი იმ თვალებს,ჩვენს გაყრამდე რომ დამიტირეს. ლურჯმა სხივება ზამბახებთან ერთად მიტირეს. სულის საზღვრები ცივ ავდრებმა შორს გამირიყეს თუმც ლურჯ ცხენებმა სამოთხისკენ გზა გაიკვლიეს, სხვა სტიქიებმა,ლურჯ სხივებმა უმალ მიმიღეს მწვანე პალმებმა ზენიტებთან,კვლავ გამიღიმეს. აღარ ციმციმებს ლოლოები შენ რომ გიყვარდა აქ,სიცივეში ზამბახები მთლად გაიყინნენ, ღამის მძივებიც ლურჯ სხივებთან უეცრად გაწყდა გაქრნენ და უმალ სივრცეებში,შორს გაირიყნენ. გახსოვს?გიყვარდა ვით გედს ტბაზე ფერების ბნევა მე კი მხიბლავდა ამ ფერებში,მუზათა ღელვა. ლურჯი სხივები ღამით ცაზე მძივებს რომ რთავდა უეცრად გაქრა,კვლავ დაიწყეს ფოთლებმა რხევა, ო,რა ძნელია პოეტისთვის ასეთი განცდა, მე მთელი ღამე,მოხუცებულს გრიგალმა მცემა. შემცივდა ოლოლლ,უშენობით ძლიერ შემცივდა სულს ვეღარ ათბობს,ალმასების სულ მარტოდ ცქერა, ყინულთა პირას მარტოს მიწევს ლექსების წერა პოეტს,უმზეოს,ტანჯვა მერგო აქ ბედისწერად.. დავობლდი როგორ,ქართა ზღვებში მარტო აღმოვჩნდი ორიოლს ვხედავ,ნაზი სიო აღარ მიბერავს, ტბის ციალებთან და გედებთან ჩვენ რომ ვლაღობდით უფსკრული გაჩნდა და განქარდა გედის სიმღერაც. სულს სზარავს დღემდე ლოლოები და ხმა რიონის ისევ გამოჩნდნენ ჯალათები,ჩანს ორიოლი, ჩანს მედვედის ტყე ოლოლ,გხედავ მოგდევს რიონიც აი მოვედი,აქ ვარ შენი გალ აკტ იონი. აქ ხდება შეყრა ქარისა და დიდი სტიქიის სული მიზნისკენ,გედის მსგავსად სევდით მიილტვის. კვლავ იღვიძებენ დიდი ნიჭები,მგოსნის ნიჭები მუზა დაცურავს ქარში,მთებში,ზღვებში,ნისლებში.. აჰა,ხმა ისმის ლოლოებში და ცივ ზვირთებში: ო ლ ო ლ,მოვდივარ,დღესვე,დღესვე აი გპირდები.. შეიგრძნო მიწამ დიდი გენი,დიდი ნიჭები ცამ დაიქუხა,იყო ელვა მგოსნის სიტყვებში, გამოაფხიზლა ქვაფენილი დაცემის ხმებმა, თან გაიქროლა ცის კიდეზე მოლურჯო ცხენმა უკვდავად იქცა ცხენთა რბოლა,ვნებათა ღელვა, გადააფრინა ზენიტებთან მგოსანი,ფრთებმა. /და აქ იწყება უკვდავება დიდი მგოსნისა, ხელოვანის და გენიოსის სულის პოვნისა/ /კახა გორგაძე 2021.1-7.03/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი