,,ლურჯი ფერები,,


ღამეა,ცაზე ვხედავ ზამბახებს
ლურჯი ფერები ცაზე ნანაობს,
ზეცის ციაგში,ლურჯ ციალებში
მუზა გედივით ტბებში ბანაობს..

ლურჯ ციალებში მოჩანს მძივები
ამ მძივებში კი ნავარდობს მთვარე,
ვცურავ და ვცურავ ამ ღრმა სიზმრებში
უკვდავად იქცა,ჩემთვის ეს ღამე.

ლურჯი სხივები ზამბახებს რომ ჰგავს
საფირონივით ანათებს ცაზე,
ღამის მძივები მე მიჯნურად მყავს
და ვგრძნობ,გედივით მივცურავ ტბაზე.
/კახა გორგაძე 03.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი