,,უკვდავი ვარდი,,


შენს ნაზ თვალებს ძვირფასო,
მაისობა უხდება,
ვარდიც ხომ ამ დროს ფასობს
და ნაზად იფურჩქნება.
შენს ლამაზ ციაგებში
სულში რომ იბუდება,
შენს თვალთა წიაღებში
ხდება,სულის კურნება.
შენ არ გშვენის სიცივე,
წვიმები და ავდრები,
ლალის თვლებათ ციმციმებ,
მზის სხივში იბადები.
ნაზად გამკობს მაისი
სხივთა ნაზი ფერებით,
ციალებში,დაისში
გკოცნი და გეფერები.

არ იტირო ძვირფასო
ვარდს არ უყვარს ცრემლები,
ტრფიალ ფერებს,დაისებს
ნამათ ნუ მოედები.
მზის დარებით სულ ფასობ
ალამაზებ მაისებს,
ვიცი,ქარს მოერევი
და მუდამ იყვავილებ.

/კახა გორგაძე 1,2.03.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი