,,ტუსაღის ვნება,,


ქვესკნელში,ზეცა ვეღარ ანათებს
გათოშილ გვამებს წყვდიადი აწევთ,
უმწეო ჩომჩხებს ციხე რომ ბადებს
შიშის მომგვრელი იერი ადევთ.

გვამს,ცივ გვამს ობლად რომ მიატოვეს
თბილი ამბორი,ხვევნა სწყურია..
სულს,სატრფოს იმედად რომ დატოვეს
აქ,ბნელ წიაღში ცრემლს არ უღვრიან.

თუმც აიმედებს გვამს ძველი გრძნობა
სატრფოს წყურვილი,ჩუმი ძახილი.
სულს ტუსაღისას,ძველ ლანდებს,ტრფობას
ვერ დააშორებს შორი მანძილიც.

თვით გათოშილსაც უღრან ტყეებში
სატრფოს წყურვილი,გრძნობა აცოცხლებს,
აქ,ბორკილებში,ურღვევ ბჭეებში
მიჯნურებს ერთურთს ვერვინ აშორებს..

უსასოობამ და სიმარტოვემ
პატიმარიც კი გმირად აქცია,
გვამი,სამარხში რომ მიატოვეს
აღსდგა და ბჭენი,მთლად დაამსხვრია.

ციხიდან მისწვდა გული იმ მანძილს
სადაც სატრფო დგას,უცდის,თავს უკრავს..
სული არ მოკვდა,ვნებით იძახის:
მოვედი,აქ ვარ ჩემო მანუშაკ..

/კახა გორგაძე 04.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი