,,ზღვა და ქარი,,


ქარი,ზღვასთან ნაუბარი
ლურჯ ფერებში მახვევს,
სიო,ჩემთვის უებარი
ფოთლებს ჩუმად არხევს..

მიყვარს ქართან საუბარი
ლურჯ ღამესთან ნაჩვევს,
ზღვათა ღელვა,ნიაგარი
ფოთლის შრიალს მაჩვევს..

მეც მაქვს ჩემი სასთუმალი
მძინავს ქარში,ზღვებში,
მიჯნურიც მყავს იდუმალი
აქ,ზამბახთა ფრთებში..

დღის და ღამის ანათემამ
დამბადა ნაზ ფოთლებში,
საფირონის მსგავს ნათებამ
მშვა,ღამის ლოცვებში.
/კახა გორგაძე 16,17.04.2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი