,,უცხო ზმანება,,


მგრძნობიარე ალები,
როგორც ლალთა თვალები,
ღვთიურ ეტლში ნათებით
მოჩანს,ცის სავალებში..

უსაზღვრო ვარსკვლავებში
ბროლის ტბებზე მბზინავი,
სერაფიმთა ნაზ ფრთებში
ელავს,ლანდი მბრწყინავი.

აქ,ცივ და ბნელ მიწაზე
სადაც ქრიან ქარები,
ღმერთი ძლივს რომ ვიწამე
ჩნდება,შორი ალები.

მე,უმწეო არსება
ტყვე სამარის და მიწის,
ვხედავ,ღვთიურ ნათებას
მწამს,უფალი დამიცდის..

თითქოს რაღაც უსაზღვრო
ეტლთა თვლების თანხლებით,
რაღაც ენით უბადლო
ჩანს ზენიტთა საზღვრები,

ღვთიურ ეტლთა მსგავსები
ჩნდება სასთუმალები,
ვნებით განაწამები
სხვა სტიქიებს დავნებდი,

საიქიოს ვბარდები
ლალთა თვლებში დავები,
ეტლთა ხმებზე ცას ვწვდები
თუმც,წყვდიადში კვლავ ვრჩები.

მთვარემ ბნელ დედამიწას
ვნებით შემოუარა,
ცის ნათებამ,აქ,წყვდიადს
გვერდი ვერ აუარა.

მოჩანს მზესთან მერკური
უწინ,ბნელი,ბედკრული,
სული ერთდროს ეული
ხდება,ცას მიწეული.

შორეული ალები,
როგორც ლალთა თვალები,
ღვთიურ ეტლში ბზინავი
მოჩანს კვლავ დანანებით,

მე,უმწეო არსება
ვცურავ ციურ ლანდებში,
იდუმალმა ნათებამ
მშვა,შორს ღვთის წიაღებში..
/კახა გორგაძე 22,23.04.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი