,,ლურჯი სიზმარი,,


მიყვარს ლურჯი ფოთლების
ქარში ნაზად ზმორება,
ვხედავ,შორი ალები
ლურჯ ზღვებში იზმორება.

საფირონის მსგავს ფრთებში
მოჩანს ქართა ზმანება,
ზღვაში და ლურჯ ფერებში
ხდება გარდაცვალება.

ზღვათა ხმებში,ციაგში
იბადება პათოსი,
ყოფნა უცხო წიაღში
მიყვარს ქარით გათოშილს.

წამია მგზნებარების
მგრძნობიარე ალების,
დროა ვგრძნობ შეხამების
ზღვის,მთვარის და ქარების..

/კახა გორგაძე 23.04.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი