,,სამოთხის დაისი,,
ცა იდუმალი,მუქი ფერებით სიზმრის ამბორით მიმხელს ღვთის ამბავს, სარდინოქსის მსგავს ფერებს ვეხები სერაფიმთა ფრთა,მზის სხივში მაბავს. ვერ შეველიე,ვერ შეველიე ციურ მნათობთა მონაყოლს,ნათქვამს, ღვთის წიაღებში მეც შევერიე და ვგრძნობ უფალთან,ვდებ სულის აღთქმას. აღსდგა უფალი,სულში გაბრწყინდა კვლავ შევიგრძენი სხივი საამო, მას,ვინც ჯვარს აცვეს,ჩვენთვის დამცირდა მსურს სიტყვითა და მსხვერპლით ვაამო. საფირონის ფრთა,ცა იდუმალი სარდინოქსის ნაზ ფერებში მახვევს, უფლის აღდგომით ვდგავარ მდუმარი და ვგრძნობ,წყვდიადებს სისუსტე აწევთ. მე უმწეო და ხრწნადი არსება ღვთის წიაღებში მივცურავ ნაზად, უფლის აღდგომით მწამს დაარსდება სიცოცხლე ტკბილი,უწყვეტად,მარად. /კახა გორგაძე 2.05.2021/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი