----------


გადის დღეები,დგას დაისები
და მზის სხივები აკითხავს იებს,
თუმც ილევიან თვით მაისებიც
და ცივ ავდრებში მზე ძალებს ილევს,

რა იქნებოდა,თუნდ ერთი წამით
გადამაქცია დაისის სხივათ,
გაკოცებდი და მწუხარე ლანდით
გშობდი ჩემს სხივში დაისის შვილად.
/კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი