,,ამბავი უნაზეს ყვავილზე,,
დაეძებს ია სივრცეში სითბოს, მიაგნო მიჯნურს მზის სხივში თითქოს, ციურ გიგანტებს და ლამაზ სვეტებს იის ფრთებში სურთ სიცოცხლე იგრძნნონ.. გადაეკონა იებს მზის სხივი ნაზად აკოცა და უთხრა:ა ქ ვ ა რ, ჩვენ ორივენი,ღვთის ფრთებში ვიშვით, სთქვა ეს სიტყვები და უმალ გაქრა. სად მიდიხარო?გასძახა იამ და თითქოს იგრძნო ნაღველი სხივმაც, იისგან წასვლა ძლიერ ინანა და მოაწვდინა სივრციდან მის ხმამ: უნდა წავიდე სანამ შრე მშთანთქვს არ მინდა გავცდე ზღვარს,დღეს და ღამეს. მე ხომ შორიდან სხვა ძალა მმართავს მზისგან ვღებულობ სითბოს და ძალებს. თუ აქ დავრეჩები,სხივს ვერ მოგაფენ უნდა შეერწყას სხივი მზის მასებს, ისევ მოვალ და სითბოს მოგაწვდენ შეგმოსავ ცით და ჩაგაცმევ ფარჩებს. ატირდა ია,ჩუმად ატირდა სატრფოს შორს წასვლამ გული ატკინა, თუმც მზის იმედით ისევ განტკმიცდა წამიერ გაყრამ,ცრემლი ადინა. ბინდი ჩამოწვა,ძლიერი ბინდი ცა იებს,ლურჯ ფერათ მოეფინა, ქარი მოვარდა მოზიდა მშვილდი და მთიდან ნისლი,წყლად მოედინა. მძიმე განცდაა,რა მძიმე განცდა უმწეო იებს,ცრემლებში ნაბანს მის სურნელს,ციაგს სიზმარებს რომ გასცდა ღამის ქარები,ნისლებში ფანტავს. ობოლს,უმზეოს ვინ შეინახავს, ვინ შეიფარებს გრიგალში ნავალს? სატრფოს წყურვილით ია სულს ღაფავს სჯერა,სულ მალე მის სხივს კვლავ ნახავს. ელის იები გამჭოლ მზის სხივებს გათენდა ისევ,დგება ა ი ს ი, მზე სხივთა ნაკადს ისევ ასხვისებს მიჯნურთა ტრფობით ძღება მაისი. გადის დღეები,დგას დაისები და მზის სხივები აკითხავს იებს, თუმც ილევიან თვით მაისებიც და ცივ ავდრებში მზე ძალებს ილევს, რა იქნებოდა,თუნდ ერთი წამით გადამაქცია დაისის სხივათ, გაკოცებდი და მწუხარე ლანდით გშობდი ჩემს სხივში დაისის შვილად. /კახა გორგაძე 3,4,05.2021/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი