,,ჩუმი დაისი,,
ვნახე,იები ზამბახებს ჰგავდა დაისის სხივში ეძებდა მიჯნურს, ტბის ზედაპირებს ფერებში რთავდა ციდან მონაბერს უძღვნიდა ზღვის გულს, ია ხომ ნაზი და უმწეოა სიცოცხლით ილტვის,მზის სხივებს ეძებს, ცაც,მზის გარეშე ხომ უდღეოა მთვარე ლურჯ სვეტში დაეძებს ვნებებს, ია,უმზეო წააგავს გედებს მოლურჯო გედებს,ტბებში რომ ცურავს, ზამმბახთა ფერი იმონებს ხედებს ლურჯი ამბორი იის თვლებს კურნავს. ელის იები გამჭოლ მზის სხივებს სჯერა,იხილავს ლამაზ დაისებს, მზეთა ორგია განცხრომას იწყებს ყვავილთა რიგებს უძღვნის მაისებს. /კახა გორგაძე 4.05.2021/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი