,,გედის ამბავი,,


ერთი უცხო და ამაყი ბიჭი
გზათ მიმავალი,აღივსო ნიჭით,
მუზათა ღელვით,იდუმალ რითმით
ციურ სვეტებთან აღმოჩნდა ფიქრით,

სხივათ გამოჩნდა მოლურჯო სვეტში
შეიგრძნო სივრცე,სამყაროს ხედი..
იქ,საფირონის უნაზეს ფრთებში
გაბრწყინდა ისე,ვით ნაზი გედი.

და აჰა,სხივში წააწყდა გედებს
მათ გვერდით ლაღად,დაიწყო ფრენა,
თვალი მოავლო მათ ფრთებს და ფერებს
მოჰყვა სიმღერას,ლამაზად ფრენას,

მაგრამ უეცრად გახედა ცერათ
მოძმე გედებს და იქცა ზღვის ფერათ,
შურით აღივსო,შეწყვიტა მღერაც
და მისი ნიჭიც,იქცა ცრუ სცენათ,

ცად აღმაფრენამ მოჰკვეთა ფრთები
უფსკრულში იწყო ისევ დაცემა,
არ შეიშვენა ის დიდი ბედი
რითაც ისწავლა მგოსანთა ენა.

ასეა,როცა ცაზე ლამაზად
იწყება გედის ამაყად ფრენა,
ბევრ ფრთების ქონამ,ქროლვამ ანაზდად
იცის დაცემა და დაღმაფრენა.
/კახა გორგაძე 8.05.2021/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი