გულის მძარცველი
შენ ხარ მძარცველი,ჩემი გულის მთლად დამტანჯველი, ვხატავ შენს სახეს ყოველ ღამე ლამაზ ფერებათ, ვგრძნობ რომ დამიპყრე,გახდი სულის გამომძალველი შენს ცისფერ ლანდებს გული ჩემი,კვლავ ეფერება. ლექსის ტყვედ ვიქეც,მესმის ხმები მელოდიებად, გრძნობა ავაწყე ლამაზ რითმად,ძლიერ ჰანგებად, მაქციე ცრემლად,ნიაღვართა ამდენ დინებათ შენს ტყვედ ვიქეცი,ვერ გივიწყებ,დამდევ ლანდებად, რატომ თარეშობ?გულს ძარცვავ და თან ხდი ბზარებად სული გაივსო წვიმის წვეთად,ცრემლის ნამებათ, სიმწუხარეში ვიმყოფები ვიქეც ავბედათ სნებად მაქციე,გული ჩემი არ გენანება? ვაი ჩემს თავსა,შემიყვარდი თურმე ყაჩაღი, ვერც კი ვხვდებოდი,ჩემი სულის შენ ხარ მძარცველი, თუმც უარესი,მეც შევიქმენ უკვე ყაჩაღი ვიცი გიყვარვარ,გავხდი გულის გამომძალველი. გული მომდრკალი სიყვარულს მზად ეგებება, სულის წიაღში აღწევს გრძნობა,არის მძარცველი, ჩემი რითმები შენს ნაფეხურს კვლავ ეფერება, შენა ხარ ჩემში სული,ლანდის გაომსახველი. /კ.გორგაძე 2020-24,25-03/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი