სუფრა ქართული


მე მიყვარს სუფრა ქართული
ლაზათიანი,კაცური,
გლეხური გული,გულუხვი
და ღვინის სუფთა ნაჟური,
მე მხიბლავს სიტყვა გლეხური
და სადღერგრძელო ქართული,
ფიალა სავსე,ქებული
თან წრფელი გულით დასხმული,
მიყვარს როდესაც ღვინოში
იღვიძებს გენი ქ ა რ თ უ ლ ი,
იღვიძებს სული და გრძნობა
ქართული,მამაპაპური.
ღვინო აცოცხლებს ქართულ გენს,
ვაზი ახარებს სულს და გლეხსს,
ვაზი გვინახავს იმ იმედს
რაც დღემდე ქართველს აცოცხლებს.
მე მიყვარს ვაზი ქართული,
გლეხური ხელით ასხმული,
ფიალა სავსე,ქებული
გულუხვათ,წრფელად დასხმული,
გაშენებული ვენახი,
ვაზი,მოხუცის დარგული,
ნაშრომი ოფლით,მარჯვენით,
ძირი ვენახში ჩარგული.
მიყვარს,ვამაყობ იმ ერით,
რომელსაც ჰქვია ქართული,
აქ ყველაფერი კარგია
და დღემდე სისხლით დაცული.

/კხ გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი