აპრილის სურნელი
შეხედე,ირგვლივ რითმების ტყეა დღეს ხომ აპრილის ლამაზი თვეა, ვარდყვავილთა და სურნელთა დღეა ამ თვეში ყველა გრძნობების ტყვეა. შენს ნაზ კალთებთან ჩემი ცრემლია, შენს სულში რითმთა ზღვა,სურნელია, ამ რითმებს გჩუქნი,უკვე შენია, თუმცა ტკივილი,ვგრძნობ ურევია. ნახე,გარშემო სულ ნამებია ყვავილთა რიგი,იების მწკრივი, ეს შენთვის ნაწრთნობი რითმებია ღამეს რომ ვტეხდი და მუზებს ვწრვთნიდი. სულში მოვარდნილ უამრავ რითმებს მოცარტის მსგავსად,ჰანგებად ვქმნიდი, თან შენ გიძღვნიდი როგორც ნაზ იებს რითმთთა სურნელით,სიხარულს გგვრიდი. მიყვარს აპრილი,ყვავილთა ცვენა, სურნელმა ტყე ღრე მთლად დაატყვევა, ისევე როგორც შენს თვალთა მზერამ სულში გამძარცვა და დამატყვევა. მიყვარს შეღწევა ღრმად წვიმის თქეშში სისოვლის განცდა და სულში თთრთოლვა, ისევე როგორც აპრილის თვეში ნაზი სურნელი,ყვავილთა გროვა, ოჰ ეს აპრილი,რა ტკბილი თვეა თუმც ნიაღვრების,ზვირთების თვეა, ვარდყვავილთა და სურნელთა დღეა და ჩემი გულიც,გრძნობების ტყვეა. /კ.გორგაძე 2020-წ-7აპრილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი