,,პერ ვარლის ლანდები,,


,,ვიოლოს მანევრში,, ვიარე ვიოლინს,
იოლი არ არის,მის აზრში მიმოვლის,
,,ანჟაბში,, ათევენ სარკენი ლანდებად
და დიად ჰანგებში ,,ვიალი,, ვარდება.

,,პელ ვალრის,, ლანდები ცეკვავენ სარკეში
მწვერვალებს აივლის ,,მალარმეს,, სიმღერით,
მოდერნი არხევენ სარკეებს ლანდებში
,,მალარმში,, დადიან,ახალი დინებით.

ოდები,ნოტები,გაისმის როკვები,
,,ნორჩ პარკში,, ხმა არის ახალი
მოდერნის,
,,ესსები,ტომები,ნარევი ორკესტრის,,
სხვა რხევა სულისა,აზრთა სხვა მოდენის. 

ტრფიალებს ნაზ ბაღში ყვავილი ორკესტრის,
ორკესტრში გარია ,,ვიალიმ,, ნოტები.
რადგან სვლა უკუნის,არ არის ,,პერ ვარლში,,
 აზრისა მიმოცვლა გადადის მწვერვალში. 
/კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი