,,გულის მძარცველი,,


შენ ხარ მძარცველი,ჩემი გულის მთლად დამტანჯველი
ვხატავ შენს სახეს ყოველ ღამე,ლამაზ ფერებად,
ვგრძნობ რომ დამიპყრე გახდი სულის გამომძალველი
შენს ცისფერ ლანდებს გული ჩემი,კვლავ ეფერება.
ლექსის ტყვედ ვიქეც,მესმის ხმები მელოდიებად,
გრძნობა ავაწყე ლამაზ რითმად,ძლიერ ჰანგებად,
მაქციე ცრემლად,ნიაღვართა ამდენ დინებად
შენს ტყვედ ვიქეცი,ვერ გივიწყებ,დამდევ ლანდებად.
რატომ თარეშობ?გულს ძარცვავ და თან ხდი ბზარებად
სული გაივსო წვიმის წვეთად,ცრემლის ნამებად,
სიმწუხარეში ვიმყოფები ვიქეც ავბეთად
სნებად მაქციე,გული ჩემი,არ გენანება?
ო რა ძნელია,შემიყვარდი თურმე ყაჩაღი,
ვერც კი ვხვდებოდი ჩემი სულის შენ ხარ მძარცველი,
თუმც უარესი,მეც შევიქმენ შენთვის ყაჩაღი
შეგიყვგარდი და გავხდი, გულის გამომძალველი.

გული მომდრკალი სიყვარულს მზად ეგებება,
სულის წიაღში აღწევს გრძნობა,არის მძარცველი,
ჩემი რითმები შენს ნაფეხურს სულ ეფერება.
მივხვდი,შენა ხარ,ჩემი სულის გამომსახველი.
/კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი