,,უმწეო კრავი,,
ბატკანმა უთხრა მგელსაო, -რაი ხარ,ასრე უგულო? დაინახავ რა ეულსა გსურს,გადასანსვლა უსურვო.- მგელმა კი ჩაიხარხალა, ყმუილთა თქვა-,,ა ჰ ა ო,, ჯერ არა მშია,ხვალისად შემოგინახავ,ნახავო. აქ მოსვლა როგორ გაბედე? მოგსრავ და შეგჭამ მალეო, გადარჩენილხარ ამ ბედზე, ჰა, მიდი დაიმალეო- -მე უმწეო ვარ,პატარა და შენთვის,ვიცი ტიალი, დედაც არა მყავს საწყალსა მტერი მყავს ოხერ ტიალი და შეჭმას მიტომ მიპირებ, რომ მნახე ასრე ეული? მიამიტურად მივლი გზებს გზას მირევ,რა ხარ წყეული?!- მაგრამ მგელს ეს ხომ არ ესმის ,,ნადირია და უგულო,, უმწეო ნახა,თავს ესხმის სხვა აზრი,ან,რა ვუსურვო? -ჩემთან არა ჭრის ლაქუცი და არც სიტყვების არია და თუ უეცრად გავცოფდი მთლად გადაგივლი.ა ხ ი ა. -მე ვიცი,მუდამ გშიაო- უთხრა ბატკანმა ტირილით, -ჭამ და ვერ იკლავ ჭიასო, აჰ,მეზიზღები ჭირივით- -ვის გაუბედე ეგ სიტყვა?- კვლავ უთხრა მგელმა ყმუილით, ავბეთიანად აიშვა ცხვარს დაეძგერა ზმუილით. ხომ მოიაზრე მკითხველო, ვინც ვიგულიახმე ნადირში? მტრისაგან თავის დაღწევა არ არის,არა,ადვილი. /კახა გორგაძე /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი