,,ნიამორები,,


მე დავინახე ნიამორები,
იდგნენ ამაყად,როგორც  ჯიქები,
ტყეთა ჯარებთან რქით ნაომრები
არ ეშვებოდნენ მტრებს გაჯიქებით 

და სულ უეცრად მოჰკვეცეს ფრთები
გააფრთებულ მხეცს და ტყის ავაზებს,
ცის ნიაგრებთან ფრთების შეხებით
მტერთა რაზმები გააფარჩაკეს. 

ჯიხვმა ავაზას მოჰკვეცა ფრთები
ფსკერს დააწვინა მკერდ გაპობილი,
ამოისუნთქა სამშობლომ შვებით
და ცა შეიგრძნო,ჯერ არ შობილი, 

და შეზანზარდნენ მთის აკლდამები
გამოეფინნემ ჯიხვები შვებით,
მათ უთვალავ ციფრს არ დავაკლდები
მტერთა ურიცხვ რიცხვს,მეც შევებმები.
/კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი