,,საქართველო ჩემი ტკივილა,,


მე მებრალება ჩემი სამშობლო,
ვით შველის ნუკრის ნატანჯი დედა,
"დგნალების მიღმა,არყის ბოლოში
დედა შემზარავ მტერს შეეფეთა".

მტერს შეეფეთა და შვილისათვის
უმწეო შველმა თავი გაწირა,
პატარა ნუკრის გადარჩენისთვის
შველმა,მტრის ხელში სული დალია,

ნაიარევი,მკერდ ამოჭრილი
ტყის ფერდობებზე დაგორდა შველი,
რარიგ ძნელია,თვალ გახელილი
უყურებ დედას და ვერას შველი.

,,ო,ვაჟავ,ვაჟავ,მამავ ბუნების,,
სამშობლოს ტრფობა შენ შემასწავლე
მე ეს მუზები ცრემლში ნაბანი
ამ სტრიქონებით,ლექსში განვბანე,

ლექსში განვბანე,ვღელავ და ვღელავ,
ნახე,მუზები სტრიქონში ტირის,
ვხედავ სამშობლოს უღონოდ მავალს
,,შვლის ნუკრისავით,, უღონოდ ვტირი,

უღონოდ ვტირი და ნაიარევს
დღემდე ჭრილობა ისევ მატყვია,
ო,რა უგულოდ გადაუარეს
ჩემ სათაყვანებ მიწას,ნატყვიარს.

არა,არა,არ მინდა ამაზე ფიქრი
დედა უღონო მე ტანში მზარავს.
ცრემლი დამცვივდა,უენო ცრემლი
მიწას მადლიანს ცრემლები ფარავს.

გული ატირდა,ისევ ატირდა
და მომეძალა სულში იარა,
უწინ,უფალმაც ხომ ჯვარი ზიდა
გზა გოლგოთამდე ვნებით იარა,

ვნებით იარა და თან უღონოდ
გზად ეცემოდა,ისევ დგებოდა,
ჩემი სამშობლოც,უწინ უენოდ
მტერს მამაცურად ეგებებოდა.

ნუ გეშინია,დადგები ფეხზე
აი,სულ მალე,ნახავ დადგები,
კვლავ გამოჩნდები ციურ ფერებში
უფალს შვილივით სულ ეყვარები, 

სულს ეყვარები და იალქნები
ცაზე უეცრად აშრიალდება,
კვლავ გაბრწყინდება მთა და ველები
ცაზე დროშები აფრიალდება,

აფრიალდება და შვილი სათნო
ლექსთა ამბორით ისევ გაამებს,
ჩემო სამშობლოვ,მთლად სათაყვანოვ
გთხოვ,გლოვის სამოსს ნუღარ ჩამაცმევ,

ნუ დამამსგავსებ უმწეო ნუკრის
თვალწინ დედა რომ უგზომ უწამეს,
შენს გაბრწყინებას ისევ დავუცდი
ცრემლით დავუცდი,იმ ლამაზ წამებს.
/კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი