,,ჩემს სოფელს-ზემო ხანდაკს,,
მე ჩემს სამშობლოს ვეთაყვანები ნაღველნარევი ღვინის თასებით, დუღს მიწა თბილი,თიხის მარნებით მიწის წყურვილით,ვარ ნამთვრალევი და მახსენდება ჩემი ხანდაკი თეძმის ჭალები,მთა და ბარები, ძველი ადათით,გენის კარნახით შევიგრძნე მიწა,სათაყვანები. მომეალერსა სხივი საამო გლეხის ამბორით ნასათუთევი, ვაზებს ალერსით სურთ რომ მაამონ და შემივრდომონ,ნაბახუსევი. ძველი მარნები,გლეხის მარნები ჩემ სულს უღონოდ,უზომოდ ათრობს, ღვინის ბახუსით ვარ ნამთვრალევი მიწის ამბორი სულს უგზომ ატკბობს, ვენახიც მატკბობს,თან ისე მატკბობს, რომ მის ფესვსა და ფრთებს დავეწაფე, ვიცი,ბახუსით ისევ გამათბობს ვაზი,რისთვისაც ვევნე,ვეწამე. მომწყურდა ძლიერ,ისევ მომწყურდა თეძმის ჭალები,ნაზ ნარნარები, შენი დინების მტერს მუდამ შურდა მე გვერთამიწის წყლებთან დავები. ო,ნინევ,ნანოვ,ბუნებავ სათნოვ მინდა ჩვილივით ხელთ ამიყვანო, შენ ჩემო მხარევ,მთლად სათაყვანოვ შენში მუზები მსურს დავავანო. ჩემო ხანდაკო,სულის კარნახო ძველო ადათო,გულს შესანახო, ათინათივით ცაში მავალო შენს ნაზ სხივებში,მსურს გადამმალო, მსურს გადამმალო და ვითარც გედი ზღვის იალქნებში ქროლვით გამაქრო, შენს სურნელებას თუ ფრთებში შევხდი ტკბილი ამბორით,ვიცი დამათრობ, ვიცი დამათრობ,ნაბახუსევი ვერ შეველევი მე შენს მიწა-წყალს. თუმცა მარნები არის ულევი წყურვილს,თასებით ვერ გავიქარწყლავ. და აჰა,ისმის ხმა ფალავნების ზურნების ხმაა,ჩანს საჭილაოც, ძლიერთან ჭიდილს მეც ვეწაფები სული გენთან ხომ მუდამ ჭიდაობს, მუდამ ჭიდაობს და სულიც ხარობს გენს ვერ ამარცხებს დროთა მპარველი, ძმათა ერთობა,ზღვის ტალღებს ამხობს, უძლეველია,დღემდე ,,ქართველი,,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი