,,გენი ამაგში თვრება და თვრება,,
აი,გამოჩნდა სოფელი ხოვლე, ვიცი,მუზები სიცოცხლით მოვლენ, აქ ახლოშია ჩემი ხანდაკიც ძველი ადათი,გულს შესანახი. ბაღში დარგული ძველი ჭადარი რა ლამაზია,სხვაგან არ არის. ჩანს საჭილაოც,ჰო,საჭილაოც, სული გენთან ხომ მუდამ ჭიდაობს. მოჟონავს ვაზი სიცოცხლის ფრთებად გენი ამაგში,თვრება და თვრება. /კახა გორგაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი