,,ს ე რ ა ფ ი მ ი,,


სერაფიმი გუმბათს ხატავს
ცას ლაჟვარდში აფერმკრთალებს,
მის ლამაზ ფრთას ალში ნავალს
მოაქვს დარი,სინარნარე.

თითებ შუა მუქი ფუნჯი
შორ სამყაროს ისე სახავს,
როგორც ახლა ჩემს წინ ლურჯი
ვარსკვლავების ალთა ასხმას.

ფუნჯი არის ის მანდილი
რაც სავსეა ცის ნაფრქვევით,
მასში არის ფრთა გაშლილი
გადმოღვრილი მზის ნაფერით.

კვლავ ელვარებს მუქი სხივი
თან ჩაუცვამს უხვად ფარჩა,
ფარჩაშია მზის მანდილი
ძლიერ მიყვარს მასში დანთქმა.

მე მაოცებს ეს ორგია
ცაც ვერ იტევს ზღვას,მწვერვალებს,
სამყაროში სულ ომია,
მაგრამ მე სულს მას ვაბარებ

მას ვაბარებ,ვისშიც ლოცვის
ხმა გაისმის სანუკვარი,
ანგელოზი მადლ მოსილი
გადმოფრინდა,მზის ამალით.
/კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი