,,ქარი მზის ალში,,


დავინახე,მზის ალებში გახვეული ქარი ალმად,
ცის ნაღვათი გადმოღვარა,მზის ნაფერმა, ღვთიურ კალმად,
ქართა მასა ფრთებ გაშლილი მიებარა ციურ სხივებს
ზეციურ ნაამბორით,მწამს,ალები,მეც მიშვილებს.
დახვეული გრაგნილები ზეცის ქარებს დაემონა
ალთა დიდი ფერ ალამი,მზის ნარნარებს ჩაეკონა.
მზის სხივებით გაფოთლილი გავეშურე იმ გრიგალში,
სადაც ალთა დიდი დასი,დავინახე სხივ გაშლილი.
რა კარგია,როცა სულში საამოდ გრძნობ იმ ნარ ნარებს,
რაც აკვნიდან მზის მანდილი,მზის თაიგულს,ფრთით გატარებს.
ციურ ქარმა,იქ,ციაგში გადაჰქროლა,გადმოჰქროლა
და მეც სულით ავმღელვარდი,ამიყოლა ცათა ფლორამ.
დავინახე,დავინახე მზის სხივები ქართა ალში,
მზის ნაღვათი გადმოღვარა,ცათა ფლორამ,ღვთიურ ალში.
დავინახე და ვიწამე მზის სხივები ქარში ალმად,
არ მომაკლო,გთხოვ უფალო,მე მუზები ციურ კალმად.
 /კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი