,,მზის თაიგული,,


გადაიკარგა მზის თაიგული,
ასე ინება დიადმა ღმერთმა,
მუზათა ხმებით მეც გავჯიუტდი
და მოვისურვე,ნისლებთან შებმა.
ქრიან ფოთლები,შემოდგომაა,
ქარების ხმებმა ზეცა მიქარვა,
თუმცა უეცრად ვიგრძენი ფრთები
გრიგალმა  ჩვილი ხელთ ამიყვანა.
ო,რა სათნოა ქარებთან შებმა
მათ ხან მზის სხივიც ვერ შეედრება,
სულში საამოდ დაჰქრის ნიავი
სიოც გრძნობს ქართან,ნაზად შეხებას.
ასეთი სხივი,ქართა ბროლება
სხვაგან,ცაშიც კი არ იპოვება,
არ იპოვება,არადა არა,
მწამს,არ იქცევა ცა,ლურჯ თოვლებად.

ვერ გავექეცი მუზათა განცდას,
წვიმს და გუბეა,თანაც ტბორებად,
ქარში,წვიმაში მუზა გამძაფრდა
ლურჯი იები კვლავ იტბორება,
კვლავ იტბორება და ხმელ ფოთლებში
ვიგრძენი ქართა ტკბილი გალობა,
ხელახლა ვიშვი ციურ ქროლვებში
მუზამ,გრიგალში იწყო ცხოვრება.
 /კახა გორგაძე /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი