,,ა მ ბ ო რ ი,,
მე დავინახე,დილის ტურფა ნაზი ცისკარი, ტკბილი სალბუნით,უნაზესათ მომეალერსა, მეც ვესალბუნე,ვეალერსე როგორც ცის ნამი შეშურდა ღამეს,შერცხვა მთვარეს და სუსტ მნათებსაც. თან შევიგრძენი სურნელება დილის მნათისა საამო სხივის,ზღვებს რომ თელავს ცამდე აწვდილსა, ვარდების ფლორამ,ქართა ქლორვამ ფრთებად გაშლილმა მაქცია მახედ და უხვ მონად ათინათისად. ფრთებით გაჰქროლა ლაჟვარდებში სხივმა საამომ, ცას ზურმუხტებში,ლალთა თვლებში სურს რომ დამბადოს. -,,ბეატრიჩე ვარ,სატრფო შენი,, მუდამ საამო მინდა მზის სხივით და ამბორით სულ რომ გაამო,,- მესმა სიტყვები და თავს ზევით ალისფრად მოსილ ლალთა ფერებით,ვარდთა ფრქვევით ქალს კდემამოსილს თვალი შევავლე,თან შევაქე სული ატირდა და ათინათი დღის და ღამის გულში დამკვიდრდდა. ო,სიყვარულო,მუდამ ტკბილო აღსავსევ ვნებით ჟამთა სვლას უძლებ,სავანეს ფლობ უკვდავ ფერებით, მე შენს ფერებმა,ვით ცისკარმა კარი გამიღო, შენმა სურნელმა,ვით ცის ნამმა სულიც წაიღო. დახარა თავი წყვდიადმა და ღამესაც შერცხვა, მთვარის ნათებაც კი დანებდა ცისკარს და შეცბა, ვიგრძენი სულში სატრფოს სხივი, სხივი,საამო, მეც მასთან ვიშვი,მასთან ვიშვი და მსურს ვაამო. /კახა გორგაძე /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი