უბიწო მთვარე
რა საოცრებით ანათებს მთვარე ქალწულებრივი გამონათებით, მის ლამაზ ფერში ნარნარებს ღამე ლაჟვარდიანი მოაქვს დარები. მასთან შეხება მინდება ძლიერ, მინდება,რადგან წმინდაა დიდად, ფერთან შეხებით შეიცვლის იერს და უცაბედად,აწვიმებს ციდან. ვინ გაუბედავს კოცნას უბიწოს თუ სულში მისებრ არ აქვს სიწმინდე? ვერ დაივანებს მასში უღირსო, რადგან ცას მიწა ვერ შეითვისებს. სინორჩოეების ფერთა სიდინჯე ძალიან მიყვარს და დიდად მატკბობს. მინდა ახლოში,მასთან მივიდე, მაგრამ ამისთვის,სხეული არ მთმობს. სხივს,აალებულს მთვარის წიაღში არ შეხვედრია დღემდე საბედო, ანათებს მთვარე დიდი ტრფიალით, დე,მასთან მისვლა,ვერვინ გაბედოს. /კახა გორგაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი