ლურჯი დემონი


მე დავინახე ქრიზოლითი
იქცა ლაჟვარდათ
და ბნელ წყვდიადში,ვით ზამბახმა,
თავი დახარა,
ცამდე აწვდილი პირამიდა
მოწყდა ანაზდად
ზღვებს მიებარა და მითივით,
იქცა არარად. 

ლაჟვარდთა ფერმა თილისმებში
გაინავარდა
ზღვათა ფერები პირამიდას
მთლად დაემონა,
გადაიკარგა ლურჯ სხივებში
ვარსკვლავთ ამალა
ანგელოზნიც კი,ცას მოწყვიტა
ლურჯმა დემონმა.
/კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი