პოეზია ვით სერაფიმი
პოეზია სიწრფელეა სულისა და მაღალია,ვით სერაფიმი, ამ სერაფიმში ლამაზად არიან გაშლილნი მტრედის ნარნარი აჩრდილნი. მოფრინდება ორი ლამაზი მტრედი და დაივანებს სულში. პოეზია,როგორც იდუმალი არსება,უეცრად მოფრინდება სულში მტრედივით და ჩამომხსნის ნიღაბს იდუმალ არსებებს. შესძრავს მუზა სულის აჩრდილებს. მტრედი სვლაა პოეზიისა და ფერისცვალება სულისა, ამ ფერისცვალებაში ლექსი არ არის სასრული ყოველივესი და არც ქარია,დასასრული პოეზიისა. ახალი სვლაა პოეზიისა,არის აღსასრული სულისა და ამ აღსასრულში,ლექსი არ არის სასრული ყოველივესი . და როცა დადგება გარდაცვალება სულისა, მაშინ მიფრინდება ორი იდუმალი არსება მიჯნურად და ამ იდუმალ არსებაში დაივანებს სიწმინდე ქარისა. დაიტირებენ ლექსს,როგორც უთვისტომოს. ამ ორი არსებიდან ერთს,წნეხი ეკეთება სახეზე ნიღაბისა, მეორეს კი სიწრფელე სულისა, სიწრფელე სიწმინდეა პოეზიისა და დაიტირებენ ლექსს,როგორც შთენილს უკუნ სივრცეში, უბედოდ გაჩენილს. /კახა გორგაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი