ბირთვული მზე


ცეცხლად გადმოდის ბირთვული მზე და არა სხივად,
აიშვა ირგვლივ ამ აირმა
და რისხვად იშვა.

რას ჰგავს მსოფლიო?!ატომია,აჰა,ომია,
ამ ატომშია აზრი ასთა,სხვა საზომია.

მტვრიან იდეებს შთანთქავს ისევ მტვრიანი ცეცხლი,
მტვრიან ცეცხლშია ის აზრები, დიადს რომ
ებრძვის. 

-   -   -

გსურთ რომ წაიღოთ ის სამყარო, რომელსაც დასწვავთ? წაიღეთ,ის,ხომ მაინც ფერფლია თქვენთვის,მაგრამ იცოდეთ,ამ ფერფლიდანაც  აღსდგება დიადი ძალა.

ამოატრიალეთ სამყარო,თუ გინდათ რომ იგრძნოთ რისხვა უფლისა.

ღმერთები,რომლებიც ბომბებზე არიან დაწერილნი ყალბნი არიან და გეგმები,რომლებიც ცეცხლში არიან გახვეულნი,ნაღმებად არიან ქცეულნი.ამ ნაღმებმა არიეს მთელი სამყარო.
ფოლადით გამთბარი სხეულნი, ცეცხლის ალში არიან გახვეულნი.ცეცხლს კი რა შეუძლია?დაწვა მხოლოდ.მოაშორეთ ეს ფოლადები,მოაშორეთ ეს ნაღმები, ცეცხლები.
დაიწვებიან შვილები,დაიწვებიან დედები,დაიშლებიან ერები,დაიშლებიან ქვეყნები.არ იქნებიან ენები და აღარ იარსებებენ ერებიც,არ იქნებიან დედები და არ იარსებებენ შვილებიც და თუ ენები არ იარსებებენ,განა ერები იქნებიან? და თუ აზრი აღა იქნება სიცოცხლისა,მაშ რაღად გვინდა ეგეთი სამყარო?
აზრი ატომისა,არის კრახი ამ იდეისა,რომ აღზევდეს სამყარო.იარებიან ერები შიშ მორეულნი.არ გვინდა,ნუ გამოუშვებთ თქვენს ბირთვულ მზეს.

ბირთვს უწოდებენ მზეს,მზე კი მიუჩნევიად ატომად,რომელიც აფუჭებს რადიაციას.რადიაციას უწოდებენ საზომს, რაშიც დიად ხალხთა აზრი ანთია.უნდათ,რომ ჩამოაგდონ ეს დიადი აზრები.

ოღონდ ვიყოთ ცოცხლები და ვიცხოვროთ მტვერში.ვიყოთ მიწაზე და ვიხოხიალოთ ბნელში.აი,რას დაამსგავსა იდეამ კაცობრიობა.

არა უშავს რა,მთავარია ცოცხლები მაინც ვართ.უფალი,ვის რაღაში გვჭირდება?
იდეა ატომისა,არის იდეა უფლის დავიწყებისა,ამაოებისა.ვის აინტერესებს აზრი საზოგადოებისა?ან,ვის აინტერესებს აზრი ,,უფლისა?,,

მტვერში განრთხმული მაღალი რადიაციები,ცდილობენ შთანთქან დედამიწელები,ატომთა აირებით,მაგრამ ამ რადიაციების მშთანთქმელი არ მისცემს უფლებას ამ აზრის აღსრულებისას.
აკანკალდებიან ხელები და ფერფლად იქცევიან. ფერფლად იქცევა ,,ბირთვული მზეც - და ,,ჩალპება სამყარო.
-,,მოვდივარ როგორც ქურდი,,.-ამბობს უფალი.-,,იფხიზლეთ-
აი,ამაშია აზრი  და დიადი სიბრძნე.

 ,,ყველაზე ძლიერნი,ყველაზე მდაბიონნი აღმოჩნდენ.ყველაზე მდაბინნი კი,ყველაზე ძლიერნი. მდაბიოა ის,ვინც არ სცნობს-,,უ ფ ა ლ ს,,.დაუშვუთ ხელები,სანამ დროა.

,,ნეტარ არიან ისინი,რომლებიც ფხიზლობენ და იცავენ თავიანთ სამოსელს,,-გვეუბნება უფალი,,

არც კი იფიქრო,დაეჯახო შენზე ძლიერს.

 არც კი იფიქრო,აღაზევო შენი თავი ,,უფალზე,, მაღლა.

ბნელი,მიუჩნევიად დღედ,რომელიც იხრჩობა კვამლში.დღე კი მიუჩნევიად ბნელად-რაიც იწრთობა აზრში,იმ აზრში,რომ არსი ჩვენი ყოფისა არის იქ,სადაც უსასრულობაა.
აღგავო კაცობრიობა მიწისაგან პირისა იმის გამო,რომ შენ იმეფო,არის აზრი იმისა,რომ ებრძოლო ,,უფალს,,
და
ებრძოლო უფალს,ნიშნავს,ეომო სამყაროს.ეს კი სამყაროს დასასრულს ნიშნავს.

მსოფლიო დასასრული იქაა,სადაც აზრთა დიადი მასაა.აზრებმა გახვიეს აირებში მთელი სამყარო.

მაღალი იდეები ეჯახებიან ერთმანეთს. მაღალი იდეები განკურნავიაო ამბობენ,მაგრამ პირიქით,დამღუპველი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.მაღალ იდეებმა შექმნეს ზუსტად ეს ,,ბირთვული მზე,,ამ საზომის მიხედვით დახვრეტენ იდეას,თუკი მის(ანუ,მზის)ნებას არ შეასრულრებენ  და აღაზევებენ იდეას,თუ მის ნებას შეასრულებენ.თავისუფალი ნება აღარ არსებობს.იქნება ქვეყნიერების აღსასრული და სტიქია.დახვრეტენ ადამიანს,თუ ის წინ გაუსწრებს ბირთვულ სამყაროს.
ავზნიანინია ბირთვული მზე.სადაც ბირთვული მზეა,იქ შიშიცაა და სადაც შიშია,იქ თავისუფლება არაა.იდეა თვითონვე ებრძვის იდეას.ვინ ჩამოაგდებს ამ ბირთვულ მზეს?-,,მოვდივარ როგორც ქურდი,,-ამბობს უფალი.

მთელი წნეხი აირებისა,არის ავი ბედი დაპირებისა. ხოლო ცოდვა მიწისა, დარჩა იარად.

-,,მოვდივარ როგორც ქურდი-გვაფრთხილებს უფალი - ნეტა მას,ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს,რათა შიშვლად არ იაროს. მეუფება ჩემი,არ არის ამა სოფლისა,, მაშ განერიდეთ ამა მკვდარ სამყაროს.
დაუშვით ხელები,ნუ გამოუშვებთ თქვენს ბირთვულ მზეს,ეს მზე მალე ფერფლად იქცევა და თქვენვე დაგიბრუნდებათ მწველად.შთანთქავს მას უფალი.
მაშ ამოატრიალეთ სამყარო,ამოატრიალეთ,თუ გინდათ,რომ იგრძნოთ რისხვა უფლისა.
/კახა გორგაძე /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი