,,უფლის ვახშამი-მძიმე ღამე,,
ეხლა,როცა გაზაფხულის სიო არი საოცარი
და ზეციდან ლოცვით მოაქვს სურნელების სალოცავი,
როცა ჩნდება სავსე მთვარე და ბნელ ქალაქს აფენს ნათელს,
როცა ყველა ანთებს ლამპრებს
და სუფრასთან ხმიადს ამტვრევს,
ამ დროს-,,ღვთის ძე,,-სევდით სავსე,მეგობრებთან ღამეს ათევს,
დიდ ფიალას ღვინით ავსებს,თან აღნიშნავს, მათთან პასექს.
მძიმედ ამბობს -ყველამ შესვით,ეს სასმისი ჩემს სისხლს ნიშნავს,
ამ მსხვერპლს მოაქვს ხსნა იმათთვის,ვინც ჩემს მცნებებს გულით იცავს!
ჟამი არის,თქვენგან ერთი,მალე გამცემს,მიღალატებს!
ვერ შეიცნო მან უფალი,შეიძულებს,არ იწამებს!-
უფალს გასცემს?არ იწამებს?ამას იზავს ვინმე ჩვენი?!
ღმერთი ამას არ შეგვაწევს,ერთგული ვართ ყველა შენი!
იწყებს ყველა პირფერობას და სერობაც კრთება,ფრთხება,
ანგარება,მკრეხელობა,მოწაფეთაც ეუფლებად.
დუმილია და სერობას სევდა აწევს,ცრემლი ადევს,
ქრისტე ხვდება მათ გულს ამჩნევს და სიტყვებით
დუმილს არღვევს:
-კაცთა მოდგმა იღუპება,ცოდვას,ბორკილს თავს ვერ აღწევს,
წყვდიადია,ბნელი მეფობს,ნათელს ბნელი ვერც კი ამჩნევს.
ჩემი ჟამი იწურება,თქვენგან ერთი მალე გამცემს,
დედამიწა,ცოდვით სავსე,უფლისადმი რისხვას აფრქვევს.
ნუ შეკრთებით,ჩემს სიცოცხლეს თქვენთვის ვაძლევ,ჩემით ვაძლევ,
მძლეველებად,ბურჯად გაქცევთ,სიკვდილს,
ბორკილს,რწმენით დასძლევთ.
ერთმანეთი შეიყვარეთ,მცნება გულში შეინახეთ,
ცოდვა,მტრობა შეიძულეთ,სიკეთის ქმნა შეისწავლეთ.-
ღამე არის,ვარსკვლავები ცაზე ხროვად განფენილან,
უწინ ფრთებში ნაზად მყოფნი,ეხლა ობლად დარჩენილან.
ნახეთ,გამცემს უფლის გამცემს ვერცხლი ფერხთან დაბნევია,
უფლის თვალებს,ღამე ნათევს,ცრემლი მკრთალად დამჩნევია.
თვით მღვდელმთავრებს,რჯულისმცოდნედ,ზიზღი,მტრობა ამჩნევიათ,
შურის გამო,ბოღმის გამო წმინდა ბნელში არევიათ.
სინედრიონს თათბირი აქვს,ბევრი მათგან რისხვას აფრქვევს,
უფლის მოკვლის წყურვილი კლავთ,დროს და წამებს ჩუმად არჩევს...
სული როგორ წარწყმედიათ.ბოროტ ძალებს ვინ,რა დალევს?
ბოღმა გულში გაშჩენიათ,სიბნელე ხომ სდევნის ნათელს.
ისმის სიტყვა,უფლის ლოცვა:ეუბნება მამას სათქმელს,
ახლოვდება ვნება,შფოთვა.ჯვარცმით,ოფლით, გზას რა გალევს?
მთვარეც თითქოს მიიმალა,სინათლესაც ვნებით აფრქვევს,
ბრბო მახვილით მოდის ჩქარა და გამცემიც ნიშანს აძლევს.
ცრემლი,დარდი გაჩენილა ბოროტ ზრახვებს ღმერთი ამჩნევს,
ვერც ნიშანი,ვერც რა ძალა მრისხანე ბრბოს,ვერგზის არკვევს.
კრავივით დგას,დუმს იესო,იცის ჟამი იწურება,
იცის,ხვდება კაცთა მოდგმა ცოდვებისგან იღუპება.
შეესივნენ მსხვერპლს-იესოს,ვით ავაზაკს ხელი სტაცეს,
მთლად წამხდარან ზნეთი ისე, უფალს ლანძღვაც კი შეჰკადრეს.
პასუხიც კი არ აცალეს,მოსასხამიც გააცალეს,
ლანძღვით პილატეს მიჰგვარეს,უგვანად ჰყვეს,ცილი სწამეს.
სიცოცხლე არ დააცალეს,წრფელი სიტყვაც არ აღირსეს,
გვემეს,ტანჯვით გააწამეს,მხრებზე ჯვარიც კი აჰკიდეს.
და ეხლა კვლავ,როცა ბნელა და ღვთის რისხვა მიწას არყევს,
როცა სიკვდილს და ბორკილებს ქრისტე ჯვარზე ვნებით ამსხვრევს,
როცა სტკივა თვით იესოს და ამ ტკივილს მამაც ამჩნევს,
როცა სისხლით ,,ეჰ იესო,, წუთისოფლის სნებებს ანგრევს,
ამ დროს სძინავს ცოდვილ მიწას და წყვდიადი,ბნელი ადევს
უფლის ვნება მტერს კვლავ ხიბლავს,ცრემლს,სინანულს ვერს გზით ავლენს.
ბევრიც ფიცავს,ბევრიც არღვევს,ზოგი უფალს სულსაც აძლევს,
ახლა დროა სინანულის,გ ა მ ო ვ ფ ხ ი ზ ლ დ ე თ,დროს ნუ გავლევთ.
/კახა გორგაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი