ის,ჩვენთვის იშვა


ლაჟვარდთა ფერში ზურმუხტთა ფრთით აალდა სხივი
და ანარეკლი ,,ძე ღმერთისა,, ბაგაში იშვი,,
განდიდებული ღვთის სადარი იქეცი ხორცად
სხივად მოხვედი,სიბნელეში ვიდოდით როცა.

სნეული იყო თითქმის ყველა,ადამის მოდგმა
და სნეულებში გაერიე ღვთის შვილი ხორცად,
განღრმთომა მოხდა მადლით შენით,ხორცისა ჩვენის
ხრწნაც კი აქციე უხრწნელობად, ალამი გშვენის.

მსურს განგადიდოთ ღვთის სადარი,მზისა და ცისა,
შენ მხსნელი გქვია,სიცოცხლე ვინც კაცთათვის მისცა,
გადმოიღვარა ციდან მიწას ნაღვათი სხივის
და ამ ნაღვათით,დაიბადე ბაგაში ჩვილი.

*  *  *

მოდი,ვადიდოთ,ერთად ვადიდოთ
ღვთის ანარეკლი,სადარი მზისა.
უწინ,როდესაც სნეთ დავდიოდით
უფალი ჩვენთვის,ბაგაში იშვა.
/კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი